logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება
2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება
17:41 27.12.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტყის ახალი კოდექსი წარადგინა. ახალი კოდექსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით, შესაძლებელი გახდა კოდექსის საბოლოო ვერსიის მომზადება.

კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და სამთავრობო გეგმებს პასუხობს და ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს.

კანონპროექტის თანახმად, ეტაპობრივად შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. ,,სოციალური ჭრის“ პრაქტიკა და შეიქმნება სატყეო მეურნეობები (შესაბამისად, იცვლება ტყის მართვის ორგანოებიც და ნაცვლად სსიპ-ის სამართლებრივი ფორმისა, ფუძნდება სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი/პირები). მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ტყეების აღდგენას, გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, რაც გაზრდის რეგიონებში დასაქმებას; ხელს შეუწყობს ბიომასის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, ენერგოეფექტურობას წაახალისებს.

კანონპროექტი ამკვიდრებს ტყეების მართვას ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. 4 კატეგორიად დაყოფილი საქართველოს ტყე ისეთი პრინციპებით უნდა იმართოს, რომ ხელი შეეწყოს ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური პრინციპების თანაბრად გათვალისწინებას. ასე მაგალითად, ფუნქციური დანიშნულება გაზრდის ტყეების რეკრეაციული და კურორტოლოგიური პოტენციალის გამოყენებას, არამერქნული რესურსებით სარგებლობას, გაზრდის ტყეების, ერთი მხრივ, დაცულობას და, მეორე მხრივ, დასაქმებასა და შემოსავლებს ბიუჯეტში.

შემოდის ტყით სარგებლობის ახალი და გამარტივებული სახეები და უპირატესობა მრავალმიზნობრივ ტყით სარგებლობას მიენიჭება.

მკაცრდება დღემდე არსებული ტყეების ამორიცხვის წესი, რაც ხელს შეუწყობს ტყის მდგრადი მართვის მთავარი მიზნის ეტაპობრივ მიღწევას.

ახალი კოდექსით უქმდება ტყის ფონდის არასწორი ცნება და შემოდის გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) მისადაგებული ტყის განმარტება, რითაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების და ანგარიშგებას შეეწყობა ხელი, მეორე მხრივ, გაუმჯობესდება და გაიზრდება ტყით დაფარული ფართობების რაოდენობა ან/და სამართლებრივ მოწესრიგებას დაექვემდებარება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საკმაოდ გაუაზრებლად ამორიცხული ან/და ლიცენზირებული ფართობები. უქმდება ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესი და ტყის მიჩენის წესით სარგებლობა, თუმცა, არსებული ინარჩუნებს ძალას მათი ვადის ამოწურვამდე. ლიცენზირებას ანაცვლებს ზემოთ ხსენებული მეურნეობების შექმნა, რაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა.

თავის მხრივ, მეურნეობების აღდგენა მეტყევეთა და სატყეო საქმის (ტყის მუშები) პროფესიული კადრების გაცილებით მეტ რაოდენობას მოითხოვს. კანონპროექტით სავალდებულო ხდება ტყის მართვაში ასეთი კადრების მონაწილეობა. აღნიშნული გარდა იმისა, რომ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, იმავდროულად გამოიწვევს მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციას.

სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა. შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციის შედეგად, დამტკიცებული მართვის გეგმები სავალდებულოდ იქნება შესასრულებელი. გარდა ამისა, მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის სისტემა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და გამართული საერთაშორისო ანგარიშგების განხორციელებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა