საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისტ-ის მიმართულების ექსპერტმა,
სანდრო ასათიანმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების ახალი კონცეფცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაგრძელდა, სადაც მასწავლებლებს კონცეფციის თაობაზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

















