logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიამონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიამონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა
10:14 26.12.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, მათ შორის მეორე ტურის პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 39 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა. ანგარიშში დეტალურად არის მოცემული მაუწყებლების მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, როგორც პრაიმ ტაიმში, ასევე პრაიმ ტაიმს მიღმა.
საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო მაუწყებლების მიერ ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებისა და პოლიტიკური დებატების საკითხები.

არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, კომისიამ მაუწყებლებს წერილობით მიმართა და აცნობა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 105-ე მუხლის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კანონის მიხედვით არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ტარდება და მასში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იღებს. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდში, მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის დებატების და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსება ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ოფიციალური განკარგულების გამოცემის შემდგომ წარმოეშვებათ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების უფლება-მოვალეობა მაუწყებლებს 14 ნოემბერს წარმოეშვათ.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მაუწყებლებს წერილობით მიმართა და კანონის მოთხოვნები შეახსენა, „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა კანონის მოთხოვნები არ გაითვალისწინეს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, სოციალური რეკლამის სახით გავიდა, ხოლო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა.

ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქარველოს კანონის დარღვევის გამო, საანგარიშო პერიოდში კომისიამ 5 მაუწყებელი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „ტელეიმედი“, „იბერია TV“ და „ტელეკომპანია კავკასია“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს. კერძოდ, მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არაეთიკური რეკლამა გაუშვეს.

„ტელეკომპანია კავკასიამ“ და „ტელეიმედმა“ ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელშეშლას ემსახურებოდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ბადეში კი ორივე ვიდეო რგოლი განთავსდა. მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები წარმოადგენდა არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებს და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო დებატებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობით დებატების პროგრამის ფორმატი არ არის განსაზღვრული, კომისიამ შეისწავლა სამაუწყებლო არხებზე განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და მათში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობა გააანალიზა. მაუწყებლების მიმართ, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში ეთერში დებატები არ განუთავსებიათ, კომისიამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, წერილობითი გაფრთხილება გამოიყენა, ხოლო კომპანიებს მიმართ, რომლებმაც განთავსებულ დებატებში ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა არ უზრუნველყო, კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა