logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვარკეთილში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
ვარკეთილში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
00:20 26.12.2018
დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის საკრებულოში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. თუმცა პირველ ეტაპზე არსებობს გარკვეული სირთულეები: თქვენ იცით, რომ თუ არ არის ავარიულ „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრებიმოსახლეობის 100 პროცენტის თანხმობა, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და ახალი პროექტის განხორციელება. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს გარკვეული მიდგომები, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამშენებლო სექტორს, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. თამაშის წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორ უნდა მოხდეს ავარიული „ხრუშჩოვკის“ ჩანაცვლება, როდესაც სამშენებლო კომპანიებს აქვთ ინტერესი. ამ წესებს ძალიან მალე დავდებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციით შეიქმნა ოპტიმალური მოდელი, რომლითაც განხორციელდება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა.

მისივე თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, პროექტის განხორციელების მიზნით.

„ჩვენ მხედველობაში გვაქვს ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ოთხსართულიანი, ავარიული „ხრუშჩოვკები“, მათ შორის ერთი დანგრეულია. 11 წელია ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტი უხდის ქირას. ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავეთ და რა თქმა უნდა, ამ ერთ პროექტს ეშველება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახური მუშაობს ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმაზე ამ რაიონში, შესაბამისი განაშენიანების ინტენსივობის პარამეტრების მინიჭებით, ისე, რომ სამომავლოდ ბიზნესი და იქ მცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის ჩარევის გარეშე შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ოპტიმალური შეთანხმების მიღწევას და დაიწყება ჩანაცვლების პროგრამა. ერთ საპილოტე პროექტს განახორციელებს მუნიციპალიტეტი ვარკეთილში და პარალელურად დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა ვარკეთილის მესამე მასივში განთავსებული ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა