logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: დავაყენებთ იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც აეროპორტის გზაზე სამუშაოებს ახორციელებს
კახა კალაძე: დავაყენებთ იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც აეროპორტის გზაზე სამუშაოებს ახორციელებს
19:37 25.12.2018
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, დადგება იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარე,ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში, დეპუტატ ბექა დავითულიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავითულიანის თქმით, აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია. უახლოეს დღეებში ამის შესახებ მსჯელობა გვექნება და აუცილებლად დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ კომპანიის დამოკიდებულება, პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობის მიმართ. 30-მეტრიან მონაკვეთზე უკვე შვიდი თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენიშვნას ვიღებთ, რასაც პირადად ჩემი და მერიის სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო წლებში მეტი ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მსგავსმა კომპანიებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა არ მიიღონ.

„სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი კომპანიები. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს ამ საკითხს გაცილებით ყურადღებით მოვეკიდებით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტენდერით ხდება, თუმცა ასეთ კომპანიებს თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ და ასეთიმნიშვნელოვანიპროექტების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა