logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენ ტაქსით მომსახურებას არ ვაძვირებთ, უბრალოდ სერვისს ვაუმჯობესებთ
კახა კალაძე: ჩვენ ტაქსით მომსახურებას არ ვაძვირებთ, უბრალოდ სერვისს ვაუმჯობესებთ
19:28 25.12.2018
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მიზანი ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, აღნიშნული რეფორმის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, რათა მოქალაქეებისთვის მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება ბევრად კომფორტული იყოს.

„ის ნაბიჯები, რომელიც პირველ ეტაპზე გადაიდგა, სწორედ იმის საწინდარია, რომ ამ სერვისით მომსახურება საუკეთესო იყოს.იყო მცდელობა, რომ ჩემი განცხადების უტრირება მოეხდინათ.მინდა, აღვნიშნო, რომ რეფორმის პარალელურად, ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ავტობუსები, მეტრო იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზეკომფორტული. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ამდენი ახალი ავტობუსის შემოყვანას; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, იხაზება სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რათა ქალაქში საცობების ფონზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული იყოს. თავიდან იყო საუბარი, რომ ეს არის ყველაზე გაჭირვებული ფენა და თითქოს ჩვენრაღაცას ვართმევთ ამ ადამიანებს. პირიქით, ჩვენ მათ ვთავაზობთ დამატებით სარგებელს და შესაძლებლობას, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ამასთან, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მათთვისაც ტაქსი უნდა იყოს სუფთა და გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ტაქსის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ტაქსის მფლობელების, ისე მომხმარებლების ინტერესში შედის.

„ჩვენ ტაქსისტებს ხელს კი არ ვუყოფთ ჯიბეში, არამედ ტაქსის ბაზარს, ტაქსის ინდუსტრიას ვქმნით, რაც კარგია როგორც ტაქსისტისთვის, ასევე, მომხმარებლისთვის. თუ არავის გსმენიათ მოქალაქეების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა დაბალ დონეზეა დღეს ტაქსის მომსახურება, მე შემიძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. უნდა გაიზარდოს მომსახურების ხარისხი, ეს კარგი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თავად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტაქსით მომსახურებას სწევენ. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აქამდე ვერავინ მოახერხა. ჩვენ ეს საქმიანობა ნებართვას დავუქვემდებარეთ. დღეისთვის უკვე ტაქსით მომსახურების 23 ათასამდე ნებართვა გვაქვს გაცემული და ეს ადამიანები რეფორმის, განვითარების გზაზე დგანან, რომელიც წლიდან წლამდე განხორციელდება. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგი ვერ დაიდებოდა, რადგან ეს არის გრძელვადიანი რეფორმაა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა