logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში აკადემიკოს სერგი ჯიქიას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თსუ-ში აკადემიკოს სერგი ჯიქიას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
13:09 25.12.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს სერგი ჯიქიას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გაიხსნა გამოფენა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სერგი ჯიქიას მოწაფე ცისანა აბულაძე, რომელმაც ისაუბრა სერგი ჯიქიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. კონფერენციის გახსნაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ გამყრელიძემ. გამოფენა მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დროებითი გამოფენების მენეჯერის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მანანა ლილუაშვილისა და გამოფენების მენეჯერის ნინო ილურიძის მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილია სერგი ჯიქიას მემორიალური ნივთები, ექსპონატები, რარიტეტული და ფოტოდოკუმენტური მასალა, რომლებიც დაცულია: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივში, აღმოსავლეთმცოდენობის ინსტიტუტში, თსუ-ის მუზეუმის ფონდებსა და სერგი ჯიქიას შთამომავალთა ოჯახებში. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფენაზე წარმოადგინა ორი თურქული ფირმანი და ერთი წერილი სერგი ჯიქიასადმი მიწერილი ელენე მეტრეველის მიერ. გამოფენა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა