სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრის მონაცემებით, თბილისში გამოკითხულთა 43,17%-სთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება
სასურველი და შესაძლებელია.
ცენტრის მიერ გამოკითხულთა 19,06% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანება სასურველია, თუმცა, შეუძლებელი. აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა უჭირს - 18,13%-ს. გამოკითხულ მოქალაქეთა 11,21%-ს მიაჩნია, რომ ალიანსში გაწევრიანება არ არის სასურველი, თუმცა, შესაძლებელია. 8,41% ფიქრობს, რომ გაწევრიანება არასასურველი და შეუძლებელია.
სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრის შეკითხვაზე - „უნდა აგზავნიდეს თუ არა საქართველო თავის სამხედრო კონტინგენტს ნატო-ს სამხედრო მოქმედების ზონებში (ავღანეთი, ერაყი)“ - 33,45%-მა უპასუხა, რომ ქართველი ახალგაზრდები სხვის ომში არ უნდა იღუპებოდნენ, 31,71% მიიჩნევს, რომ საქართველო სამხედროებს ნატო-ს სამხედრო მოქმედების ზონებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგზავნიდეს, 21,12%- მიაჩნია, რომ საქართველოდან სამხედროები აუცილებლად უნდა გაიგზავნოს, 12,71%-ს კი - შეკითხაზე პასუხის გაცემა უჭირს.
კვლევების ცენტრმა თბილისის მასშტაბით 537 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევა 2012 წლის 10-17 ივლისს ჩატარდა. შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

















