logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
23:46 22.12.2018
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდგანათდა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული საახალწლო ღონისძიება საგანგებოდ ამ დღისთვის დადგმული წარმოდგენითგაიხსნა, რის შემდეგაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავარი ნაძვის ხე ერთად აანთეს და შეკრებილ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„მივესალმები სტუმრებს, განსაკუთრებით პატარებს, ჩვენს მომავალ თაობას. მივესალმები, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს, მთელი სულით და გულით აქ, ჩვენთან ერთად არიან. ასევე, იმ ადამიანებს, ვისაც გულით უნდოდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლეს ღონისძიებაზე დასწრება.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საზეიმოდ ავანთეთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. სწორედ აქ ერთიანდება ჩვენი სიხარული, იმედები და საახალწლო ოცნებები. წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალი წელს. პირველ რიგში, სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო მშვიდობა, სულიერი სიშვიდე და, რა თქმა უნდა, ბევრი წარმატება. ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, იმ შემართებით, სულისკვეთებითა და განწყობით, რაც დღეს აქ არის, შევძლებთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ და პრობლემები ერთად მოვაგვაროთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. გისურვებთ, რომ 2019 წელი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის იყოს წარმატების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო წარმოდგენაში „გადაეცი სიყვარული“ მონაწილეობდნენ სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი'', თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი.საახალწლო წარმოდგენის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ჰყავდა სუდო თარჯიმანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა