დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მარუხის გმირების და მცხეთის ქუჩების, 12 საათიდან 18 საათამდე კი ორბელიანის ქუჩის მაცხოვრებლები.

















