logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"ფაბრიკა"-ში ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა
"ფაბრიკა"-ში ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა
14:03 21.12.2018
მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრში FABRIKA/ფაბრიკა, საქართველოს ახალგაზრული ორგანიზაციების რიგით IX საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა გახსნეს.

მინისტრის მოადგილის თქმით: „ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, სამინისტრო კარგად აცნობიერებს ახალგაზრდობის მნიშვნელობას და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის პრიორიტეტს სწორედ ახალგაზრდული მიმართულებების განვითარება წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და მათი კომპეტენციების გაზრდა.“

ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით IXფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ჩართული არიან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობაში. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.

ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით, მოგვიანებით შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც აისახება მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს შორის კონსტრუქციულიდიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებსა და გამოწვევებზე.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი, 2007 წლიდან, UNFPA, UNICEF-სა და UNIDO-ს მხარდაჭერით და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა