დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით
, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი ისან-სამგორის რაიონში ბოგდან ხმელნიცკის, დედოფლისწყაროსა და რუსთაველის ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება.
ზესტაფონისა და ჭყონდიდელის ქუჩების კვეთაზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით კი, 16:00 საათამდე წყალმომარაგება გურამიშვილის გამზირს ლიახვის ქუჩიდან კინო საქართველომდე მიმდებარე ქუჩებით, დადიანის გამზირს კინო საქართველოდან გადასასვლელ ხიდამდე მიმდებარე ქუჩებით შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად ჩაერთვებათ.

















