logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა
გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა
17:30 20.12.2018
დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა გრძელდება. დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხეები დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ფერდობზე მოიჭრა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელმაც ქალაქში მასშტაბურად მიმდინარე ჭრების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.

გიგა გიგაშვილის განცხადებით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეები დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაავადებული ხეების ნაცვლად, ახალ ნერგებს დარგავს.

„როგორც უკვე მრავალჯერ იქნა გაცხადებული, თბილისის მერიამ დაიწყო ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება დედაქალაქში, როგორიცაა ელდარის ფიჭვისა და შავი ფიჭვის ხმობის საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება. დედაქალაქში ეს პრობლემა, უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეების ხმობამ მასობრივი სახე მიიღო. შესაბამისად, წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც გამოიხატება სანიტარიულ ჭრებში, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ხეები მოიჭრა, აღდგენით ღონისძიებებს ვატარებთ და ახალ ნერგებს ვრგავთ, რომლებიც უფრო გამძლე და მედეგია დედაქალაქში არსებული კლიმატური პირობებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს მასშტაბური ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები მოიცავს როგორც ცენტრალურ უბნებს, ისე შემოგარენს. უკვე აღწერილია, დაახლოებით, 26 ათასი ხე-მცენარე, რომლის მოჭრა აუცილებელი და სასწრაფოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

როგორც გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, დედაქალაქში დაირგო 7 ათასამდე ხე, რომლითაც ერთი მხრივ, არსებული მწვანე საფარი განახლდა და მეორე მხრიც, დაავადების გამო მოჭრილი ხეები ჩანაცვლდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა