თბილისის დროით 11:30 საათზე ლონდონის ოლიმპიურ ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გავა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი იჭიდავებს. სპორტსმენი 21 წლისაა და როგორც მწვრთნელები აცხადებენ, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას გამარჯვების რეალური შესაძლებლობა აქვს.
ჭრიკიშვილის გარდა, დღეს კიდევ რამდენიმე ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. დღესვე, მშვილდოსნობაში ქრისტინე ესებუა გამოვა, რომელიც ჩინელ სპორტსმენს შეხვდება.
ლონდონის ოლიმპიადაზე 29 ივლისს ოქროს მედალოსანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა. 20 წლის ძიუდოისტმა ლონდონურ ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ოლიმპიადაზე ეს საქართველოს გუნდის პირველი გამარჯვებაა.

















