logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში მცენარეთა ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნაზე მსჯელობენ
საქართველოში მცენარეთა ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნაზე მსჯელობენ
14:15 20.12.2018
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების არსებული მდგომარეობის, მათი შენარჩუნების და ეროვნული გენ ბანკის ჩამოყალიბების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯამჯურიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ბოტანიკის ინსტიტუტის, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები, ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მათი საქმიანობა განიხილეს. მნიშვნელოვანი ყურადღება სამომავლო გეგმებს დაეთმო, რომელიც ეროვნული გენ ბანკის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს.

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია გენეტიკური რესურსების დაცვა და ეს საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის აქტივობები, რომელიც უკავშირდება გენეტიკური რესურსების დაცვის საკითხებს. ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუქცია სწორედ გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა, კონსერვაცია და გენ ბანკის შექმნაა“, -განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცენარეთა გენეტიკური მასალა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გენ ბანკებში ინახება. დღეისთვის გენეტიკური რესურსების მიმართულებით არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ცენტრალური ბაზა და ორგანო, რომელიც გენეტიკურ რესურსებზე მომუშავე არსებულ ორგანიზაციებს კოორდინირებასა და დახმარებას გაუწევს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა, რომელიც სწორედ ეროვნული გენბანკის შექმნასა და ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანოს ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა