logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
18:28 19.12.2018
თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის მერმა, როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ორგანიზაციის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისა და დახვეწის პროცესში ათეა-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„15 წლის წინ ამ ორგანიზაციამ დაისახა საკმაოდ ამბიციური მიზანი - გაეერთიანებინა ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული და თვითმმართველობის სისტემის სრულყოფისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ემუშავა. ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებას თავიდანვე ხელი შეუწყო ევროპის საბჭომ და ევროკომისიამ, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. გარდა ამისა, პროცესში ჩართული იყო სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მათი მიზანი გამართლებულია. ამ ხნის განმავლობაში ასოციაციამ ევროპაში აღიარება მოიპოვა და ის ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციად მიიჩნევა, რომელსაც ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

სწორედ ამ ასოციაციის დამსახურებითა და ხელშეწყობით მიიღო თბილისმა, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის დედაქალაქმა, საუკეთესო მუნიციპალური განვითარებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საბჭოს ბრწყინვალების ვარსკვლავი; „ათეა“ ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ევროკომისიის საკონსულტაციო პლატფორმის წევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. აღნიშნულ პლატფორმაში გაწევრიანებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, საქართველოს კი სწორედ „ათეა“ წარმოადგენს. ორგანიზაციამ 25-მდე მსხვილი პროგრამა განახორციელა, რომელთა საერთო ბიუჯეტის პაკეტი, დაფუძნებიდან დღემდე, ოთხი მილიონი ევროა. რამდენიმე თვის წინ ასოციაციაში, გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის მიზნით, ასოციაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელის“ პროექტის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 24-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 34 პროექტი წარადგინა.

თბილისის მერმა აღნიშნულ კონკურში გამარჯვებულები და მათი პროექტები დაასახელა. კერძოდ, თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა“ - საუკეთესო პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა; გენდერული თანასწორობის საკითხებში კომისიამ წყალტუბოსა და ლაგოდეხის მიერ განხორციელებული პროექტები შეარჩია; სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით კი, საუკეთესოდ წყალტუბოს, თეთრიწყაროს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები დასახელდა. სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისთვის ასევე, სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

თბილისის მერმა თვითმმართველობებს სამომავალო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თვითმმართველ ერთეულს. მჯერა, რომ თვითმმართველობები ერთობლივი ძალებითა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით, მოქალაქეებისთვის სათანადო სამსახურის გაწევასა და ქვეყნის განვითარებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ქვეყნის ყველა თვითმმართველ ერთეულს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება წარმოადგენს.

თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ასევე, თვითმმართველობების წარმომადგენლები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა