logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერია არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებს დამატებით ვადას განუსაზღვრავს
დედაქალაქის მერია არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებს დამატებით ვადას განუსაზღვრავს
13:04 19.12.2018
დედაქალაქის მერია ყველა იმ ჯიხურის მფლობელს, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული, დამატებით ვადას განუსაზღვრავს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამიდან ექვს თვემდე ვადაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა უნდა მოხდეს.

„დაახლოებით, ექვსი წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - ქალაქში დაახლოებით, 2500 ჯიხური განათავსა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის. ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური დაახლოებით, ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების მფლობელებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ადგილმონაცვლეობის შემდეგ მიეცემათ.

„თბილისი არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა, არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე პრობლემური არ არის, თავის ადგილზე დარჩება, ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა,საკუთარი საქმიანობაახალი ვადით განაგრძონ. დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას - სამიდან ექვს თვემდე განუსაზღვრავს. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებმა მსგავსი სავაჭრო ობიექტები უნდა აიღონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა