საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით, ე.წ „ატსტუპნიკების“, დევნილებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მორიგი
საპროტესტო აქცია დღეს თბილისის მერიასთან გაიმართება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა მათი პრომლემა მოგვარდეს.
პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, „ატსტუპნიკების“ აქციას უკვე თვეზე მეტია აფხაზეთიდან დევნილებიც შეუერთდნენ, რომლებიც ასევე საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვენ.
„ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 7 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.

















