იტალიის დედაქალაქ რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)
სათაო ოფისში ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის - Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN) სამუშაო შეხვედრაგაიმართა, სადაც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიიღეს.
შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა GLOSOLAN-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდების დანერგვას გულისხმობს. ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის წევრ ლაბორატორიებსმონაცემების გაცვლის და მიღებული შედეგების ჰარმონიზაციის საშუალება ექნებათ. GLOSOLAN-ის ფარგლებში,ლაბორატორიათაშორისი ხარისხის კონტროლის სისტემა შეიქმნა, რომელიც ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის სიზუსტის და მიღებული შედეგების სარწმუნოობის ზრდისკენ იქნება მიმართული.
GLOSOLAN-ის წევრ ლაბორატორიებს საშუალება ექნებათ სხვადსხვა ტრენინგსა და სემინარში მიიღონ მონაწილეობა, რაც ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და კვლევისუახლესი მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს.
ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი 2017 წელს FAO-ს ინიციატივით შეიქმნა და მასში პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად 100-ზე მეტი ლაბორატორიაა გაწევრიანებული.

















