საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საბუთების მიღება დასრულდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 29 ივნისს გამოცხადდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მხოლოდ შპს „რადიო იმედმა“ მიმართა.
2 აგვისტოს კომისიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, სადაც კონკურსში მონაწილეობის შესახებ შპს „რადიო იმედის“ განცხადება განიხილება. ასევე, თანდართული, დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტებს არასრულად წარადგენენ, საბუთების სრულყოფისთვის კომისია „რადიო იმედს“ ხუთი სამუშაო დღის ვადას მისცემს.

















