პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს გამარჯვებას, ხოლო სრულიად საქართველოს 2012 წლის პირველ ოლიმპიურ ოქროს მედალს ულოცავს.
ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ქართველი ოლიმპიელების მომავალი გამარჯვებებისთვის დიდი სტიმული იქნება.
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე გუშინ ოქროს მედალოსანი გახდა. 20 წლის ძიუდოისტმა ლონდონურ ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ოლიმპიადაზე ეს საქართველოს გუნდის პირველი გამარჯვებაა.

















