logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგებს: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი პროფესია მეტად იყოს დაფასებული
მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგებს: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი პროფესია მეტად იყოს დაფასებული
12:18 15.12.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციას, სადაც ორი დღის განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.

დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული.

დღევანდელი მეექვსე კონფერენცია ეძღვნება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს,“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთან, გაიზარდა მასშტაბები, რადგან კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ“ - განაცხადა მინისტრმა და სამინისტროს სახელით, მასწავლებელს სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.

სახელწოდებით „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას ორი დღის განმავლობაში გამართავს.

კონფერენციის მიზანს მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.მონაწილეებიი საუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვების დაცვა ციფრულ სამყაროში, ღონისძიებები ბულინგისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები საინტერესო გაკვეთილისთვის და სხვა. საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს 2017 და 2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი“ პედაგოგები გააცნობენ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული სამტომეულის ქართული თარგმანების პრეზენტაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა