logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისი ხვალიდან სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
თბილისი ხვალიდან სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
18:26 14.12.2018
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“.

ორდღიან კონფერენციას, საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი, ვინაი პატრიკ სალდანჰა.

კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი მარიამ ჯაში გამოვა მოხსენებით თემაზე: „TISIFF 2015 რეკომენდაციები და TISIFF 2018 ფორუმის მოსალოდნელი შედეგები“.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდება 5 პლენარული და 4 პარალელური სესია. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.

ფორუმის ფარგლებში შემუშავდება TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაეროს გენერალური მდივნის აპარატს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 150 დელეგატი, მათ შორის იქნებიან 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის TISIFF 2018 ფორუმის მიზანია გაეროს 2030 დღის წესრიგის დასაფინანსებლად ინოვაციური პლატფორმების მნიშვნელობის დადასტურება, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება დაინოვაციური დაფინანსების უფრო ეფექტური მართვის, პროგნოზირების, შედეგების ანალიზისა და გამჭირვალობისათვის საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმებზე შეთანხმების მიღწევა.

2015 წელს თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ფორუმის შემდეგ საქართველო გახდა ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. 2017-2018 წლებში საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად საქართველომ 3 შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე და 73-ე სესიებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 2018 წლის ფორუმის ფარგლებში.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სრულად განხორციელებას ყოველწლიურად დამატებით 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი სჭირდება და ინოვაციური დაფინანსების პლატფორმები აღნიშნული პრობლემის გადაჭრისერთ-ერთი ყველაზე რეალური გზა ხდება. ინოვაციური დაფინანსების პლატფორმებს მიეკუთვნება სოლიდარობის პროგრამები, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სოციალური ინვესტიციები, ბლოქჩეინ ტექნოლოგიები და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა