logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
10:41 14.12.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9,785,000 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1,826,484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ითვალისწინებს 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

აღნიშნული გრანტი დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საკონსულტაციო მომსახურება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვენტარის შეძენა და სხვ. პროექტის განხორციელება დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი 5-წლიანია და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდისა (СNF) და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა