თბილისში, ხვალ, საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს პირველად მოეწერება ხელი, რომლებიც ეკო-
კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა(WWF) და დერცელის, მოხეს, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებს შორის გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ)ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) დირექტორი, გიორგი სანადირაძე და საქართველოსგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გახსნიან.
ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას უზრუნველყოფს. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვას მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, უზრუნველყოფს მათი არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუბნებას ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას.

















