logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვინ იყო ქართველი  მეცნიერი ქალი, რომელმაც  საბჭოთა ეპოქაში შეძლო ხელნაწერთმცოდნეობითი ძლიერი სკოლის ჩამოყალიბება-შენარჩუნება
ვინ იყო ქართველი მეცნიერი ქალი, რომელმაც საბჭოთა ეპოქაში შეძლო ხელნაწერთმცოდნეობითი ძლიერი სკოლის ჩამოყალიბება-შენარჩუნება
17:45 13.12.2018
ელენე მეტრეველი გამოჩენილი მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 1968–1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის (ამჟამად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) დირექტორი.

მისი პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ დიდ ინფორმაციას გვაწვდის არქივი. არქივში ასახულია არა მხოლოდ მისი ბიოგრაფია არამედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაც. აღსანიშავია, რომ მან ღირსეულად გააგრძელა ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის ილია აბულაძის დაწყებული საქმე. დასახა ინსტიტუტის განვითარების გზა და მისი მეცნიერეული პოტენციალის ფართო ასპარეზზე გატანის ახალი პერსპექტივები დაინახა.

ხელნაწერთა ინსტიტუტში საფუძველი ჩაეყარა ქართული ფილოლოგიის განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც თავის თავში შეიცავს ქართველოლოგიის მთელ ისტორიას. ელენე მეტრეველის ერთ გამოუქვეყნებელ წერილში კარგად წარმოჩნდა, რა სირთულესთან იყო დაკავშირებული ეს პროცესი და რა ძალისხმევის ფასად მოვიდა შედეგი. ამ თავნაკლულ წერილში ელენე მეტრეველი მიმოიხილავს ქართველოლოგიის განვითარების გზას ევროპაში. იგი მიმოხილვას იწყებს XX საუკუნის ოციანი წლებიდან, როდესაც ფრანგული სკოლის შემდეგ სადავეებს ხელში იღებს ქართველოლოგიის ბელგიური სკოლა:
„პაულ პეეტერსმა საფუძველი ჩაუყარა ქართველოლოგიურ შტუდიებს ევროპაში. ამის შემდეგ ინტერესი ქართული მწერლობისა და კულტურისადმი გაიზარდა და ქართველოლოგიამ ორიენტალისტურ პრობლემებს შორის თავისი ადგილი დაიკავა. ორმოციან წლებში ქართველოლოგია ახალ ეტაპზე აიყვანა ბელგიელმა ორიენტალისტმა ჟერალ გარიტმა. მან აამაღლა ქართველოლოგიური შტუდიების დონე ევროპაში. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი იქცა ქართველოლოგიური კვლევის ცენტრად“ ( ელენე მეტრეველის არქივი N524.)

1994 წელს თიუბინგენის კათოლიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ელენე მეტრეველის წარდგინებაში მისი მეცნიერული მიღწევების მიმოხილვის შემდეგ ნათქვამია: „როგორც დირექტორი, ბევრს ეცადა იმისათვის, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილი სამეცნიერო ცენტრი გამხდარიყო“. (ელენე მეტრეველის არქივი N184)

ამ საკითხთან დაკავშირებით არქივში ინახება ასევე ელენე მეტრეველის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები კორნელი კეკელიძის შესახებ. დოკუმენტი უთარიღოა. ელენე მეტრეველი წერს, რომ ამ დროს ხშირი შეხვედრები ჰქონდა კორნელი კეკელიძესთან და მათი საუბრები ქართველოლოგიური კვლევების როლს შეეხებოდა:

„მსოფლიო მეცნიერებისათვის ნათელი გახდა ახლო აღმოსავლეთის კულტურისა და ადრებიზანტიური მწერლობის შესასწავლად რაოდენ ძვირფას მასალას შეიცავდა ქართული ხელნაწერები.“
ელენე მეტრეველს, როგორც მეცნიერს, მოქალაქესა და დაწესებულების ხელმძღვანელს, აფიქრებდა ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ მეცნიერული კვლევის მაღალ დონეზე ასვლას, არამედ უპირველესად ხელნაწერთა დაცვას, შეგროვებას და ხელნაწერთა ინსტიტუტის ქვეყნის მთავარ საცავად ქცევას. იგი დღენიადაგ ცდილობდა, მოეპოვებინა უცხოეთის საცავებში დაცული ქართული მასალის ფოტოპირები და მიკროფირები, ზრუნავდა ხელნაწერთა ინსტიტუტის ბაზაზე ქართული კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის დაარსებაზე.

გასნაკუთრებით კი აღსანიშანვია მისი დიდი სიყვარული ხელნაწერების მიმართ. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ:

„ადამიანი, რომელსაც უმუშავია ხელნაწერზე, ეპყრობა მას, როგორც ცოცხალ არსებას, ესმის ხელნაწერის იდუმალი ხმა, მის წინაშე ხელნაწერი იხსნება, როგორც დიდი საიდუმლოება და იწყებს მასთან საუბარს. მხოლოდ დიდი სიყვარული ხელნაწერისადმი, მუდმივი შეხება მასთან უმუშავებს მკვლევარს სრულიად თავისებურ ინტუიციას და უნარს ხელნაწერის გახსნისა. მხოლოდ ამ ინტუიციით აღწევენ მკვლევარები გასული საუკუნეების ცხადლივ ხილვას და მისი ლიტერატურული პროდუქციის ნამდვილ შესწავლას. თუ მკვლევარი ერთხელ ჩასწვდა ხელნაწერის შესწავლის სიამოვნებას და დაავადდა მისი ტრფიალით, შემდეგ ვეღარ მოწყდება. ეს ავადმყოფობა კი სიშმაგეს ედრება, მისგან ვეღარ განთავისუფლდება“. (ელენე მეტრეველის არქივი N532)


გამოყენებული მასალა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის ხელმძღვანელის ეთერ ქავთარაძის სტატია
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა