logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: უახლოეს პერიოდში ბიზნესსექტორისთვის სატელევიზიო ანძის მოდერნიზების პროექტის პრეზენტაციას ვგეგმავთ
კახა კალაძე: უახლოეს პერიოდში ბიზნესსექტორისთვის სატელევიზიო ანძის მოდერნიზების პროექტის პრეზენტაციას ვგეგმავთ
14:00 12.12.2018
უახლოეს პერიოდში ბიზნესსექტორისთვის თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია და რაც ყველაზე მთავარია, ანძის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

მისივე განცხადებით, პროექტი ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდ წვლილს შეიტანს და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

„თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. ჩვენ კლიპიც კი გვქონდა მომზადებული, თუ როგორ წარმოგვედგინა ანძის მოდერნიზების პროექტის განხორციელება. ეს პროექტი, სრული მოდერნიზაციის გარდა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს. კონცეფცია ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტსმა“ (KOKO architects) შეიმუშავა, რის შემდეგაც, კულტურის საბჭოზე მისი რამდენიმე ვერსია განვიხილეთ. შემუშავებულია ორი ვარიანტი და გვინდა, გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, თუ რომელი მათგანი განხორციელდება. შესაბამის რენდერებს ინტერნეტსივრცეში განვათავსებთ და ამის მიხედვით გავიგებთ, რომელი ვერსია იქნება საზოგადოებისთვის უფრო მისაღები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.

„აღსანიშნავია, რომ ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეფექტურია ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, მუდმივად 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი განთავსდება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა კულტურის საბჭოს წევრებს და იმ სპეციალისტებს გადაუხადა, რომლებმაც ესტონელ პარტნიორებთან ერთად, პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს.

კახა კალაძის განცხადებით, სატელევიზიო ანძის მოდერნიზების პროექტთან ერთად, უახლოეს პერიოდში, ასევე, ბიზნესსექტორისთვის რადიოქალაქის პროექტის წარდგენა იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა