განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ
სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უკანასკნელ პერიოდში ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და გადაცდომებს დაეთანხმა, დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა და მისი გათავისუფლება არც სამინისტრომ განახორციელა.
„სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა. არც განათლების სამინისტროს მხრიდან მომხდარა დირექტორის გათავისუფლება,“ - აღნიშნა ზედგინიძემ.

















