"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს სრული
დოკუმენტაცია და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლოს იმისათვის, რომ აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა მოხდეს. პასუხის გარეშე არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს,“ - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე უკანასკნელ პერიოდში ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო განცხადებებისგან მაქსიმალურად იკავებდა თავს, თუმცა, მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა ისეთი სახე მიიღო, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და მის სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელს უშლის.

















