logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: გავრცელებული ფოტოზე ასახული სიმონ ჩიქოვანის გზის მონაკვეთი არ არის განკუთვნილი საფეხმავლოდ და ქვეითად მოსიარულეებისთვის
კახა კალაძე: გავრცელებული ფოტოზე ასახული სიმონ ჩიქოვანის გზის მონაკვეთი არ არის განკუთვნილი საფეხმავლოდ და ქვეითად მოსიარულეებისთვის
17:44 10.12.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფოტოზე ასახული გზის მონაკვეთი ტროტუარი არ არის. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, მონაკვეთი გაკეთდა წვიმის დროს წყლისთვის მიმართულების მისაცემად და გზასთან მდებარე ბეტონის კედლის ავტომანქანებისგან დასაცავად.

„ის, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული, გაკეთდა იმისათვის, რომ წვიმის დროს, წყალს მიეცეს სწორი მიმართულება. ამავდროულად, ყველა პროექტზე, სადაც გზის სავალი ნაწილი ახლოსაა ნაგებობების საყრდენ კედელთან, კეთდება ანალოგიური, რათა ავტომანქანა არ დაეჯახოს კედელს და იყოს პატარა დაშორება ბეტონის კედელსა და გზას შორის. საუბარი იმაზე, თითქოს ეს არის საფეხმავლო და ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი, არის ძალიან დიდი ტყუილი“, - განაცხადა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

როგორც დედაქალაქის მერმა მოუწოდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ მერიის შესაბამის უწყებაში და არ შეუწყონ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რომ პატივი სცენ დედაქალაქს და მის მოსახლეობას. არ დაუჯეროთ მეგობრებო და ყოველთვის დაელოდეთ სწორ ინფორმაციას, რომელსაც დედაქალაქის მერია თავად მოგაწვდით. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, სანიაღვრე სისტემის და ტროტუარების სრულ განახლებას, საყრდენი კედლების მოწყობას, განათების განახლებას, ასევე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთების შეცვლას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა