logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი: მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა
თბილისის მერი: მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა
17:42 10.12.2018
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა დედაქალაქისთვის საინტერესო პროექტი იქნება.

როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ე.წ. ქარშერინგი, რომელიც ევროპის ბევრ ქალაქშია განვითარებული, საკმაოდ იაფი და კომფორტულია და მისი მომსახურებით თავადაც ხშირად სარგებლობს.

„ყველა განვითარებულ, თანამედროვე ქალაქში არის ე.წ. ქარშერინგი, სადაც ავტომობილის იჯარით აღებაა შესაძლებელი. ასევე, არის ველოსოპედების, ელექტროველოსიპედების გაქირავებაც. საკმაოდ საინტერესოა და ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეც ვსარგებლობ, როდესაც ევროპულ ქალაქებში ვიმყოფები. ეს სერვისი კომფორტული და იაფია და მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა ველოსიპედების მიმართულება. მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნებოდა თბილისში ანალოგიური სერვისის დანერგვა. თუ კერძო სექტორი დაინტერესდება და ისინი განახორციელებენ ამ პროექტს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თვალსაჩინოებისთვის მსგავსი დანიშნულების ველოსიპედიც წარადგინა. კახა კალაძის განმარტებით, მისი მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირების, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერისა და აბონემენტის შეძენის, ან ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ; ველოსიპედს აქვს სპეციალური ჩამკეტი, რომელიც მხოლოდ ტელეფონში გადმოწერილი სპეციალური აპლიკაციის შეხებით იხსნება; სარგებლობის შემდეგ, ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე, პარკირების გარეშეა შესაძლებელი; ველოსიპედის გადაადგილება GPS-ის საშუალებით კონტროლდება.

თბილისის მერის თქმით, მერიის მიერ განხორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, ველობილიკების მოწყობა გათვალისწინებულია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა