logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ
საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ
12:21 10.12.2018
საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე, პედაგოგებთან ერთად, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკისა და ბიოქიმიის ინტიტუტს ეწვივნენ, სადაც ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს გაეცნენ. ამასთან, პირადად შეხვდნენ ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. პაველ გოლიკს, მეცნიერ-თანამშრომლებსა და სტუდენტებს.

მოსწავლეები პრუშკოვის ტომაშ ზანის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც ეწვივნენ, რომელიც სწავლების თანამედროვე მიდგომებითა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოთი პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ქართველმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნახეს ექსპერიმენტები ქიმიის გაკვეთილზე, პოლონელ თანატოლებთან ერთად ჩაერთვნენ გაკვეთილის მსვლელობაში; დაათვალიერეს ბიოლოგიისა და ფიზიკის კაბინეტები; შეხვდნენ დირექტორს, ევა კრულისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

ერთი დღე მოსწავლეებმა ვარშავაში მდებარე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და სამგანზომლებიანი ჩვენების პროექტრით აღჭურვილ პლანეტარიუმში გაატარეს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ სამეცნიერო-სადემონსტრაციო ცენტრში არსებული 450-მდე ექსპონატი და ენახათ ფილმი კოსმოსზე. ექსპონატების უმრავლესობა ინტერაქტიულია და მნახველს საშუალებას აძლევს თავად განახორციელოს ცდა, დააკვირდეს ან გაიაროს ტესტი.

ვიზიტი პოლონეთში საქართველოს ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრით დასრულდა. მოსწავლეებმა ელჩისგან განათლების სფეროში და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა