logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ გამარჯვებას ულოცავს
გიორგი ქობულია ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ გამარჯვებას ულოცავს
18:26 07.12.2018
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ ქართველმა მეზღვაურებმა გაიმარჯვეს. კერძოდ, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრებმა, რომელთაც 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.



გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე, ერთი კი უკრაინის მოქალაქე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს ქ. ლონდონში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ულოცავს ქართველ მეზღვაურებს ამ წარმატებას. „მეგობრებო, გილოცავთ ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ გამარჯვებას! ეს დიდი წარმატება და ამავდროულად აღიარებაა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან. ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა ქართველი მეზღვაურების წარმატება ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციის კონკურსში, როგორიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაა. თქვენ საკუთარი გამბედაობის და სიმამაცის წყალობით 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. სწორედ თქვენნაირი ადამიანები არიან მაგალითი ახალგაზრდებისთვის - თუ რა ღირებულებებით უნდა იცხოვრონ, როგორი თავდადებით და ერთგულებით ემსახურონ საკუთარ საქმეს. ამასთან, ეს ჯილდო ქართველი მეზღვაურების მაღალი კლასისა და პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და საერთაშორისო აღიარებაა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. წარმატებებს და მუდამ მშვიდობიან ზღვაოსნობას გისურვებთ!“, - ნათქვამია გიორგი ქობულიას წერილში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა