logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ უშიშროების საბჭოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესწავლას სთხოვს
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ უშიშროების საბჭოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესწავლას სთხოვს
12:03 30.07.2012
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას კოალიციის მიერ ახლახანს მოპოვებული ინფორმაციის  შესწავლას სთხოვს. ამის შესახებ კოალიციის ხელმძღვანელებმა, ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, ასევე, რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მელაშვილის თქმით, კოალიციის წევრებმა ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლის შმაგი ურატაძის კუთვნილი მეხსიერების ბარათი მოიპოვეს, რომელზე ჩაწერილი ინფორმაცია და მოხსენებითი ბარათები ადასტურებს, რომ პოლიცია წინასაარჩევნო პროცესებში უხეშად ერევა. კონკრეტულად, ბარათზე არის ინფორმაცია სოფელ აცანასა და ჯურუყვეთის მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების საჯარო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების შესახებ.
იქვე, ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანთა მონაცემები, რომელთაც სოფელში სატელიტური თეფშები უდგათ, ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „კომპანიაში დასაქმებული პირების“ ვინაობა.
კოალიციამ გადაამოწმა პოლიციელ ურატაძის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ნაწილი, რის შედეგადაც მისი ნამდვილობა დადასტურდა.
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი ურატაძე ამ „შრომატევად“ საქმიანობას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, თავისი ხელმძღვანელების დავალებით ასრულებდა“ - განაცხადა მელაშვილმა.
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ მიმართავს უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას სასწრაფოდ შეისწავლოს არსებული ინფორმაცია, გამოძიების ჩატარება კი, სამართალდამცავ ორგანოებს დაევალოს.
ამასთან, კოალიციის წევრები არ არიან დარწმუნებულები, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის მეხსიერების ბარათის გადაცემის შემთხვევაში მასზე არსებული ინფორმაცია არ წაიშლება, ამიტომ ისინი უწყებათაშორის კომისიას მიმართავენ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის. კომისიაში არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები უნდა შევიდნენ. კოალიცია მზადაა მეხსიერების ბარათი და მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია აღნიშნულ კომისიას გადასაცეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა