გაგუას სახელობის კლინიკაში 30 წლის ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა.
ის საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში კლინიკიდან სახლში გაწერეს, რის შემდეგაც თავბრუსხვევები დაეწყო და ტემპერატურამ აუწია. აღნიშნული ნიშნების გამო პაციენტმა სტაციონარს ხელმეორედ მიმართა.
პაციენტს საკეისრო ჭრილობის გამო ორგანიზმის მწვავე სეფსისი დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ქირურგიული ჩარევის დროს კი, მას სეპტიკური შოკის შედეგად გული გაუჩერდა და მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ნათესავები გაგუას საავადმყოფოს მედპერსონალს ბრალს არაპროფესიონალიზმში სდებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ პაციენტს ჯერ კიდევ ღია ჭრილობა ჰქონდა, როდესაც ექიმებმა სახლში გაწერეს.
გარდაცვალების მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სამართალდამცავი ორგნაოები დაადგენენ.

















