logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს თბილისში განიხილავენ
ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს თბილისში განიხილავენ
15:25 05.12.2018
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს ქართველი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი მეცნიერები ორდღიან კონფერენციაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მიმართა.

მან აღნიშნა, რომ ქართველ სპეციალისტებს ბოლო ორ წელიწადში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ, რაც დღეს უკვე შესაძლებელია, უცხოელ კოლეგებსაც გაუზიარონ.

„მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, აზიური ფაროსანა კვლავაც რჩება გამოწვევად. სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლას, სტრატეგიის შესაბამისად, მომავალ წელსაც გააგრძელებს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თხილის ხარისხის და მოსავლიანობის გაზრდა იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია წარმოადგინეს კომპანია „აგრიჯორჯია/ფერეროს“ წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ თხილის კულტურაში დაზიანება და მოსავლის დანაკარგი ძირითადად სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისგან არის გამოწვეული, რომელთა წინააღმდეგ აუცილებელია გატარდეს აგროღონისძიებები.

კონფერენციის ფარგლებში ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მავნებელთან ბრძოლის ქიმიურ და ბიოლოგიურ მეთოდებზე მსჯელობენ. კონფერენციას ესწრება პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში 2016 წლიდან არის ჩართული.

კონფერენცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის - USAID/GHIP მხარდაჭერით იმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა