logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
16:12 04.12.2018
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, ქუჩა უკვე მოწესრიგებულია და იგეგმება გზის დახაზვა.

„მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე, ისე წყალარინების სისტემა, ასევე, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დავაყენეთ ახალი, LED ტიპის სანათები, რომელიც ეკონომიურია და დაახლოებით ელექტროენერგიის 60-70%-ს ზოგავს. სადენები, რომლებიც ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი და რაც მთავარია, გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეიძლება ითქვას, მანქანების პარკინგად იყო გადაქცეული, დღეს არის მოწესრიგებული და დარგულია ხე-მცენარეები. სამუშაოები, რაც დარჩა, არის დამატებით მიწის შეტანა, რაც გაზაფხულზე განხორციელდება, ბალახის დათესვა და გზის დახაზვა, რაც ძალიან მალე დაიწყება. ასეთი მიდგომები გვაქვს ჩვენ. გვინდა რომ ყველა ქუჩა ასე მოწესრიგებული იყოს თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „თი როუდი“ აწარმოებდა.

რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა: ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა