თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვალ, შეხვედრა გაიმართება, რომელზეც
უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი პროექტს - „ქართულად“ 50 000 წინადადებიან ინგლისურ-ქართულ პარალელურ თარგმანს გადასცემს.
ამავე შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან პროექტს და მიიღებენ პასუხებს კითხვებზე ქართული ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

















