logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ENPARD -ის სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
ENPARD -ის სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
12:38 04.12.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის მორიგ შეხვედრას დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სოფლად განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ნოდარ კერესელიძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გაერთიანების და ექსტენციის სისტემის მოდიფიკაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მერძევეობის და მეღვინეობის სექტორში კოოპერაციული მეურნეობების განვითარების საკითხებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე.

ENPARD მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მიღწევებს და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია რამდენიმე ახალი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების დარგში კრისტინა კასელა, ასევე, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს (2013-2022) შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა