logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი
კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი
12:16 04.12.2018
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს.

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული მოქალაქეები გვყავდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.

„მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა