logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რასაც თბილისის მოსახლეობა დაინახავს
კახა კალაძე: მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რასაც თბილისის მოსახლეობა დაინახავს
12:15 04.12.2018
თბილისის მერი კახა კალაძე თანაგუნდელებსა და დედაქალაქის მოსახლეობას მადლობას უხდის.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის წარმატებული პროექტები, რომელიც თბილისში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.

„მხოლოდ ადამიანი ვერ შეძლებდა გამკლავდებოდა პრობლემებს და განეხორციელებინა ის პროექტები, რომლებზეც დღეს მე ამაყად ვსაუბრობ. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მერიაში, გამგეობებსა და სხვადასხვა კომპანიაში, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და თავს არ ზოგავენ იმისთვის, რათა ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული იყოს და დედაქალაქის მოსახლეობამ თავი კომფორტულად იგრძნოს, თუმცა ქალაქში ბევრი გამოწვევა და პრობლემა რჩება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რადგან ის მხარდაჭერა, რომელსაც თითოეული თქვენგანისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ, მაძლევს დამატებით სტიმულს, რომ არ გავჩერდე, ვიმუშაო დღე და ღამე პრობლემების მოსაგვარებლად. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, იყოს ბევრი მწვანე სივრცე და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განვლილი ერთი წლის მუშაობის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია გამოწვევებს მომავალშიც ღირსეულად უპასუხებს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო ბევრი წარმატება, ბევრი გამოწვევაც, რომელთა დიდი ნაწილი დავძლიეთ, ნაწილის დაძლევის პროცესი კი, გრძელდება. იყო პროვოკაციებიც, ტყუილები, სიცრუე ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიმართ, თუმცა ყოველთვის ვცდილობდით, არც ერთი ასეთი შემთხვევა პასუხის გარეშე არ დაგვეტოვებინა. მომავალშიც ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქს აწუხებს და ჩვენი შრომით, საქმიანობით კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ყველას, რომ მზად ვართ, ვემსახუროთ ქალაქს, თბილისის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში ბევრ რეფორმას ჩაეყარა საფუძველი და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, გამოწვევები რჩება - ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი შენობა, ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს გამოწვევები და ამ ყველაფერს ღირსეულად ვუპასუხებთ. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება და ამას თბილისის მოსახლეობა დაინახავს. მომდევნო წლის ბიუჯეტი 921 მლნ ლარია, თუმცა, როგორც დავპირდი მოსახლეობას, სპეცტრანსფერებით ის მილიარდს გადააჭარბებს, ამით კი უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რამდენიმე პროექტის ფარგლებში დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 306 მლნ ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში ამ პროგრამებით დაახლოებით, 170 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. მერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრ მოქალაქეს სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა დედაქალაქის მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ხარჯები 27 მლნ ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, ხარჯები გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ფართები 411 ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

მერმა მთავრობის სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ჩემი გუნდის მიერ არის შემუშავებული, დღეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ძალიან მალე დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება. ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა