ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის
მიწოდება დროებით შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თელასიდან აცნობეს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს (ნაწილობრივ), თამარაშვილის (ნაწილობრივ), არაყიშვილის, ფალიაშვილის, ყიფშიძის და ატენის, ასევე, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ამილახვრის და არსენას ქუჩებს შეეზღუდება.
11:00 -დან 15:00 საათამდე შუქი არ ექნება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ენერგომომარაგება 10:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება. შეზღუდვა ეხება - სულუხიას, ჩიტაიას, საბჭოს, ერისთავის, ახალციხის, ანაკლიის, ჩხეიძის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება ლილოს დასახლებას, მარელისის, ოცხელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე, კახეთის გზატკეცილს, მერვე ლეგიონის დასახლებას, დოდაშვილის, სახალხოს, ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ჩკალოვის და მიმდებარე ქუჩებს. ამავე პერიოდში, ნავთლუღის დასახლების, რთველაძის და საექიმოს ქუჩების, ასევე, საბურთალოზე რამდენიმე ქუჩის - გამსახურდიას II კვარტლის, ბროლოსანის, ხვიჩიას, იოსებიძის - ენერგომომარაგება იზღუდება.
ასევე, 10-დან 18:00 საათამდე შუქი დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირს (ნაწილობრივ), ცაბაძის, სანაპიროს, ქურდიანის, საგურამოს, მაიაკოვსკის, მირცხულავას, იამანიძის და ვანის ქუჩებს გაეთიშება.

















