logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისი პარიზის დეკლარაციას შეუერთდა
თბილისი პარიზის დეკლარაციას შეუერთდა
22:30 01.12.2018
1-ელ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, თბილისში ხელი მოეწერა პარიზის დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) წარმომადგენელმა ლევ ზოგრაბიანმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისი, ისევე, როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის საფრთხეებს ქალაქის მასშტაბით. თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. ასევე, C ჰეპატიტის პროგრამას, რომელზეც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყოველწლიურად კი 1 მილიონამდე ლარი იხარჯება ამ დაავადებათა გამოვლენაზე“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

პირველად, 2014 წლის 1-ლი დეკემბერს პარიზში, საფრანგეთში, ხელი მოეწერა ქალაქების მერების დეკლარაციას, რომლის მიზანიც არის, დასრულდეს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია მათ ქალაქებში.

ხელმოწერით მერებმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან, ხელი შეუწყონ მათ ქალაქებში ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც მიმართულია აივ ინფექციის/შიდსის ეპიდემიის დასრულებისკენ.

დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატორები იყვნენ პარიზის მერია, UNAIDS და UN-Habitat.

2017 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარებით, 300-ზე მეტმა ქალაქმა უკვე მოაწერა ხელი დეკლარაციას, მათ შორის არიან: ამსტერდამი (ჰოლანდია), ათენი (საბერძნეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ბერლინი (გერმანია), ბრიუსელი (ბელგია), ბუქარესტი (რუმინეთი), ჟენევა (შვეიცარია), კიევი (უკრაინა), ლისაბონი (პორტუგალია), მადრიდი (ესპანეთი), ოდესა (უკრაინა), პარიზი (საფრანგეთი), ვენა (ავსტრია), ატლანტა (აშშ),ბოსტონი (აშშ), ჩიკაგო (აშშ),ნიუ-იორკი (აშშ),სან-ფრანცისკო (აშშ), ვაშინგტონი (აშშ), მეხიკო (მექსიკა), კასაბლანკა (მაროკო), დარ-ეს-სალამი (ტანზანია), იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა), ბუენოს აირესი (არგენტინა), რიო დე ჟანეირო (ბრაზილია) და ა.შ.

თბილისის მიერ პარიზის დეკლარაციის ხელმოწერა გულისხმობს, რომ თბილისი, ისევე როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის საფრთხეებს და უერთდება წამყვანი ქალაქების სულისკვეთებას ამ დაავადებების დამარცხებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა