logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მეტროს უახლოეს მომავალში მოდერნიზებული ვაგონები დაემატება
თბილისის მეტროს უახლოეს მომავალში მოდერნიზებული ვაგონები დაემატება
11:51 01.12.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გლდანის დეპოში იმყოფებოდა, სადაც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მეტროთი უამრავი ადამიანი მგზავრობს და დედაქალაქის მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა უფრო კომფორტული გახდეს.

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება,მისი მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უკვე გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. დაანონსებული გვაქვს, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელსაც ფაქტობრივად ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. მეტროთი ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება, მეტროს შემადგენლობას ყოველდღიურად დაახლოებით, 400 ათასი მგზავრი გადაჰყავს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოცდის დრო იყოს შემცირებული. ამისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი შემადგენლობების შეძენა, არსებულის რეაბილიტაცია, რათა მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს 4 შემადგენლობა დაემატა და უახლოეს მომავალში კიდევ 4 შემადგენლობის დამატება იგეგმება. მან ასევე აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაგონების დიზაინი უფრო ეფექტური და თანამედროვე გახდება. ახალი ვაგონების მემანქანეს საშუალება ექნება, მოძრაობა სარკეების ნაცვლად, ვიდეოკამერების მეშვებით აკონტროლოს. ასევე, ვაგონები აღიჭურვება მონიტორებით, ვიდეოკამერებით და ტელეფონის დამტენები მოწყობილობებით.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

"ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ არსებული რეალობა, რაც ამ მიმართულებით გვაქვს და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება იყო ჩემი ერთ-ერთი დაპირება და იგი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა