logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პედიატრიული მიმართულების გაფართოებასთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსს“ „მეიოს კლინიკის“ და „არპაჟონის საავადმყოფოს“ დელეგაციები ეწვივნენ
პედიატრიული მიმართულების გაფართოებასთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსს“ „მეიოს კლინიკის“ და „არპაჟონის საავადმყოფოს“ დელეგაციები ეწვივნენ
09:40 30.11.2018
„ნიუ ჰოსპიტალსს“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის - „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია და „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი, სედრიქ ლუსიე ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მულტიდისციპლინური პედიატრიული სამსახურის ჩამოყალიბებაში და სამედიცინო პერსონალს გაუზიარონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის” წარმომადგენლებმა ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი დახმარების თემებზე სემინარი გამართეს, რომელსაც უძღვებოდნენ „მეიოს კლინიკის“ ტოპ-სპიკერები და რეანიმატოლოგები, ზოგადი და ტრავმა ქირურგი - ბეთსი ბელინჯერი, კარდიოანესთეზიოლოგი - მეთიუს რიტერი, ანესთეზიოლოგი - ბრენდონ ვანთა და ქირურგი - მარიელა რივერა. სემინარი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექიმებისა და ანესთეზიოლოგების ჩატარდება და მასზე წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ანესთეზია და პოსტოპერაციული მკურნალობა ჰეპატო-ბილიარული და თორაკალური ოპერაციების დროს, ჰიპოვოლემიის შეფასების რადიოლოგიური და სხვა თანამედროვე მეთოდები და ძვლისშიდა ინფუზიები ბავშვებში; სემინარი ასევე მოიცავდა PFCCS & FCCS კურსების განახლებულ ვერსიას.

„ნიუ ჰოსპიტალსს“ და „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილისა და „არპაჟონის ჰოსპიტალის“ დირექტორის, ღონისძიების საპატიო სტუმრის, სედრიქ ლუსიეს მიერ. მემორანდუმის თანახმად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრებიან, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალს“ ეწვევიან.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც პედიატრიის აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების და სხვადასხვა დარგის მოწვეული პედიატრებისთვის ლექციების ჩატარებას გულისხმობდა. კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, სეფსისი და გასტროენტერიტი ბავშვებში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ახალი, გაზრდილი ფორმატით, პაციენტებს მომავალი წლის იანვრიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა