logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 7,26 პროცენტი შეადგინა
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 7,26 პროცენტი შეადგინა
11:41 28.11.2018
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 - ამომრჩეველი.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 10:00 სთ-ის შეადგინა 215 294 ამომრჩეველი, რაც პროცენტულად 6.14%-ი იყო.

ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ და განაცხადა, რომ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი.

მისივე განცხადებით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით. „შევახსენებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრაძლულია ისეთი მონაცემებისს ფოტოვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება,“ - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი.

ანა მიქელაძემ მედიას პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია:

„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის №8 საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია უბნიდან;

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის №29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს“ - განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა