logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელდება
მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელდება
14:25 27.11.2018
თბილისის მერია მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელებს. შეთანხმებას ხელი დღეს ფინანსთა სამინისტროში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.

დღესვე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის, რომლის ფარგლებში 15 მილიონი ევრო სწორედ მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას; დედაქალაქის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის შემუშავებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულები იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ექპერტები.

„ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი EBRD-ს, ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის, რომლის ფარგლებში დიდი ოდენობით განახლდება ის ტექნიკა, რომლითაც ქალაქი ემსახურება ნარჩენების დასუფთავებას. შეძენილი იქნება სრულიად ახალი დამგველი მექანიკური საშუალებები და ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა გადამტვირთი სადგურების რეაბილიტაციას. ეს EBRD-თან თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, რაც დიდწილად წაადგება ჩვენს ქალაქში სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვას“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

პროექტის მნიშვნელობა პოზიტიურად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული ოფისის დირექტორმაც. ბრუნო ბალვანერას თქმით, ხელშეკრულება მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

„ხელი შეეწყობა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების დახარისხების შესაძლებლობების მოდერნიზებას, გადამუშავებასა და მართვას. ეს გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხანგრძლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

და ახლა მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სესხის ხელშეკრულებას, სესხი განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ამიტომ შეთანხმებას ხელი მოვაწერე ფინანსთა მინისტრთან ერთად. ვინაიდან შემდგომში იგი ქალაქ თბილისზე უნდა გაიცეს, ხელი მოვაწერე თბილისის მერის მოადგილესთან და ასევე, რადგან მისი საბოლოო მომხმარებელი არის „თბილსერვის ჯგუფი“, ხელი მოვაწერე თბილსერვისის დირექტორთან ერთად“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

დედაქალაქის მერიის მიზანია, ნარჩენების მართვის სისტემა ძალიან სწრაფი ტემპით დაუახლოვდეს ევროპულ სისტემას, რომლის ჩამოყალიბებაზე ევროპულმა ქვეყნებმა თითქმის რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყეს ზრუნვა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკს, ნარჩენების მართვის კუთხით სტანდარტების და აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თხოვნით 2015 წელს მიმართა, რის შედეგადაც მომზადდა არსებული მდგომარეობის შეფასების ანგარიში და ტექნიკური საპროექტო წინადადება.

საპროექტო წინადადებაში წარმოდგენილია რეკომენდაციები იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული გამოწვევების დაძლევას. კერძოდ, ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება (დაახლოებით 80 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა); თბილისის მყარი ნარჩენების (ლილოს) ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის (ლიჩეტის) სისტემის რეაბილიტაცია; ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და ნაგავმზიდი მანქანების გადაიარაღება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა