logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
13:40 27.11.2018
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღებში შესული პროდუქტიების სტანდარტებზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის 180 საჯარო ბაგა-ბაღში შესული თითოეული სახეობის პროდუქტი სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო საბავშვო ბაღებში შესული ხორცის არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე და პროდუქტის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე, რაც არის სიცრუე და კონკრეტული ინტერესების მქონე რამდენიმე პირის უსაფუძვლო ბრალდებებზე დამყარებული განცხადება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის 180 საჯარო ბაგა-ბაღში შესული თითოეული სახეობის პროდუქტი სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს, გადის ყველა მაკონტროლებლის მიერ კანონით დადგენილ შემოწმებას, არის ლაბორატორიულად შემოწმებული, სერტიფიცირებული და შესაბამისად, სრულიად უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტი.

ამასთან, საჯარო ბაღებში მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია კვების ბლოკის კონტროლზე და მათი მონიტორინგის გარეშე საბავშვო ბაღში არ ხვდება შეუსაბამო ხარისხის საკვები პროდუქტი.

საბავშვო ბაღებში პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებს უშუალოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, რომლის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მომწოდებელი კომპანიისა თუ მისი კონტრაქტორების მიერ პროდუქტის წარმოება მუდმივად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაზეც საუბარი იყო ამავე რეპორტაჟში.


ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ რეპორტაჟის ავტორს არ მიუმართავს თბილისის მერიისთვის ან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსათვის აღნიშნულ საკითხის განმარტების მიზნით.

აშკარაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, „ანტიკორუფციული კავშირისა“ და „მონიტორინგის ცენტრის“ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი აღსაზრდელების მშობლებში, პანიკის გამოწვევა.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეხება ამ უაღრესად სენსიტიურ საკითხს, საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების კვებას, გადაამოწმონ თბილისის მერიის ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში” - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა