logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დასავლეთ საქართველოში ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება
დასავლეთ საქართველოში ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება
13:09 27.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინიციატივით, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება. ინიციატივის განხორციელებაში აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) და სათემო კოლეჯების საერთაშორისო გაერთიანება (CCID) სრულად ჩაერთვება. ახალი ინიციატივა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ამერიკელმა, ისე ქართველმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს და ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ინიციატივის თანახმად, მრავალპროფილიანი, მულტიპროგრამული სასწავლო-საწარმოო კოლეჯი, თავისი შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციებისა და სტატუსის მიხედვით ამერიკული სათემო კოლეჯის ანალოგი იქნება. კოლეჯი თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებად სრულიად გარდაიქმნება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უახლესი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით, მრავალპროფილიანი პროგრამებითა და პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც თავის მხრივ რეგიონალურ ბიზნესთან უწყვეტ თანამშრომლობას და ამ გზით რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.

რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით კოლეჯი მოამზადებს ტექნიკურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებით: სხვადასხვა მიმართულების სამოქალაქო-სამშენებლო, საგზაო-საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო (აეროდრომების) მშენებლობა სატრანსპორტო სისტემების მომსახურების, მენეჯმენტი და ლოჯისტიკა; მანქანათმშენებლობა და შემკეთებელი საწარმოები; სოფლის მეურნეობის (აგრონომია, მეცხოველეობა, ვეტერინარია) და მასთან დაკავშირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოებების სხვადასხვა მიმართულებების ტექნოლოგიები; წყალთამეურნეობა და სარწყავი სისტემები და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული აგროეკოლოგია; საწარმოო ნარჩენების გადამუშავება; სატყეო მეურნეობებისა და ნაკრძალების მენეჯმენტი; გარემოზე დაკვირვება და მონიტორინგი და სხვა.

როგორც ცნობილია, დიდი ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლებელი ნიკო ნიკოლაძის მიერ არის დაარსებული და მისი ადგილმდებარეობა სერიოზული ეკონომიკური კვლევების შედეგად იყო შერჩეული, რათა იმერეთის რეგიონი უზრუნველეყოთ სათანადო საწარმოო-ტექნიკური კადრებით. შესაბამისად, ახალი ინიციატივა დასავლეთ საქართველოში მზარდი ეკონომიკური ინიციატივების განვითარებასა და სრულყოფას შეუწყობს ხელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა