ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი სროლაში ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.
შეჯიბრი თბილისი დროით 12:00 საათზე იწყება და საკვალიფიკაციო ეტაპზე მასში მონაწილეები პნევმატური იარაღიდან ისვრიან, 8 საუკეთესო მსროლელი კი - 14:45 საათიდან ფინალში მიიღებს მონაწილებას.
დღესვე, ოლიმპიადაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთვება.
გუშინ ოლიმპიადას ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი გამოეთიშა, ხოლო მოკრივე მერაბ თურქაძემ მძიმე წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა და ოლიმპიადიდან მოხსნეს. ასევე, შეჯიბრს 100 კილომეტრით ადრე ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე გამოეთიშა.

















